ვინ არის ბოჭორმის ქუჩაზე დაღუპული მესამე ადამიანი

თბილისში, ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩაზე მაღაზია „ბეთლ გრაუნდის“ სასროლეთში მომხდარ აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქების შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილი კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე, პოლკოვნიკი იური ლომიძეა, რომელიც ამავე დაწესებულების თანამშრომელი იყო.

გარდაცვლილებს შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. სამართალდამცველი მიზანში სროლაში ვარჯიშობდა, როცა აფეთქება მოხდა. ცეცხლი შენობის ნულ სართულზე გაჩნდა. მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ოთხი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, მაგრამ ოთხიდან ერთი კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აფეთქებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყეს, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები