„გამათბობლები, რომელიც პირდაპირ იწვევს სიკვდილს“ – სალომე ვარდიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

ზამთრის სეზონის მოსახლეობასა და „მკვლელი  გამათბობლების“ პრობლემაზე ენერგოომბუდსმენმა  სალომე ვარდიაშვილმა მედიაცენტრ მთავარში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში მწარე რეალობას ჯერ კიდევ ვხვდებით, რომელიც დაკავშირებულია „მკვლელ“ და დიდი საფრთხის შემცველ გამათბობლებთან.

ჯერ კიდევ არის როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონული ქალაქების მასშტაბით ის რისკი, რომ შესაძლოა, გაზის დანადგარები არასწორად იყოს განთავსებული საცხოვრებელ ფართში ან ისეთი დანადგარები იყოს, რომელიც იქ არ უნდა არსებობდეს ან კუსტარულად დამონტაჟებული იყოს, ქსელი არასწორად იყოს გაყვანილი და ა.შ. საფრთხე არის მრავალი. ცივი სეზონი პიკში შედის და ახლა ყველამ გათბობა უნდა ჩართოს. პირველ რიგში, ჩემი რეკომენდაცია არის ის, რომ გამათბობელი, თუნდაც ცენტრალური, რასაც წარმოვიდგენთ, რომ არის უსაფრთხო, ყველამ შეამოწმოს ცივი სეზონის დადგომისთანავე და მის ჩართვამდე. ეს არის უსაფრთხოების კულტურის წესი, რომელიც კარგია, რომ ჩვენს კულტურაში დავამკვიდროთ. კომპანიის ვალდებულება წელიწადში ერთხელ ტექნიკურ შემოწმებაზე ძალაში რჩება. ჩვენ ამას ძალიან მკაცრ მონიტორინგს ვუტარებთ. ეს კომპანიის მხრიდან გაკეთდება, მაგრამ მოწყობილობის შემოწმება ყოველთვის არის მომხმარებლის ვალდებულება. ყოველი ცივი სეზონის დადგომისთანავე გაზის დანადგარები და შიდა ქსელები შევამოწმებინოთ“, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმამედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით,  წვის წვის აპარატურის დახურულ სივრცეში დამონტაჟება პირდაპირი რისკის შემცველია.

„ეს პირდაპირ იწვევს სიკვდილს. გარკვეული კატეგორიის გამათბობლების თუ წყლის გამაცხელებლების დახურულ სივრცეში განთავსება არაფრით შეიძლება, არადა საკმაოდ გვხვდება სახლებში, სამზარეულოებში თუ სააბაზანოებში მსგავსი დანადგარები.  ეს არის ისეთი ტიპის დანადგარი, რომელიც არ შეიძლება დახურულ ფართში არსებობდეს. ის არის მხოლოდ ღია მოხმარებისთვის“, – განაცხადა ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები