წყალდიდობის გამო, რუსეთსა და ყაზახეთში ათასობით ადამიანია ევაკუირებული

წყალდიდობის გამო, რუსეთსა და ყაზახეთში ათასობით ადამიანია ევაკუირებული. რუსეთის სამხრეთში მდებარე, ყაზახეთის მოსაზღვრე რეგიონის, ორენბურგის ქალაქ ორსკის მერი, ვასილი კოზუპიცა აცხადებს, რომ მიმდინარეობს მდინარე ელშანკის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია, რადგან მდინარის წყლის დონე მკვეთრადაა გაზრდილი.

5 აპრილის შემდეგ წყალდიდობამ ორჯერ გამოიწვია მდინარე ურალზე მდებარე კაშხლის ნაწილობრივი კოლაფსი ორსკში, სადაც 23 000-მდე მოსახლე ცხოვრობს, დაიტბორა ქალაქის ძველი ნაწილის ნახევარი.

კრემლის განცხადებით, ზოგიერთ არეალში წყლის დონე 100 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფად მატულობს, ადგილობრივი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ წყლის დონის ზრდა გაგრძელდება სულ მცირე 9 აპრილამდე.

მდინარე ურალის წყლის დონის მატება ყაზახეთსაც შეეხო.

მსგავსი თემები