ქუთაისში პატიმარი გარდაიცვალა

ქუთაისში პატიმარი გარდაიცვალა. 44 წლის დემნა გაბელია სასჯელს მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა. ოჯახის ინფორმაციით, მას ბადრაგთან შელაპარაკება მოუვიდა, დასჯის მიზნით პატიმარი ციხის ადმინისტრაციამ კარცერში გადაიყვანა.

ნათესავები ამბობენ, რომ პატიმარი საავადმყოფოში დიალიზის პროცედურის ჩასატარებლად 10 დღის მერე, მას შემდეგ გადაიყვანეს რაც, მისი მდგომარეობა დამძიმდა. იმის გამო, რომ მისი გადაყვანა კლინიკაში დაგვიანდა, კაცს სეფსისი განუვითარდა.

ოჯახის წევრების განმარტებით, პატიმრის მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანისთანავე ექიმების მიერ შეფასდა როგორც კრიტიკული და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. პატიმარი დემნა გაბელია საავადმყოფოში გადაყვანიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

მსგავსი თემები