UFC-ის ჩემპიონი ჯონ ჯონსი პოლიციამ დააკავა

მძიმე წონაში UFC-ის მოქმედი ჩემპიონი ჯონ ჯონსი პოლიციამ დააკავა. ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, როცა დოპინგტესტის ოფიცერს მოკვლით დაემუქრა და მობილური ტელეფონი წაართვა. ქალაქ ალბუკერკეს პოლიცია მომხდარ ფაქტს იძიებს.

ცნობისთვის, ჯონ ჯონსს წარსულშიც არაერთხელ დაურღვევია კანონი და დოპონგტესტების ჩატარებაზეც ხშირად ამბობდა უარს.

ჯონ ჯონსს 27 ორთბრძოლა აქვს მოგებული და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. თუმცა ჯონსი რეალურად არავის დაუმარცხებია და სტატისტიკის გრაფაში ერთადერთი წაგება დისკვალიფიკაციის გამო აქვს.

მსგავსი თემები