მსხილაძის თქმით, პრეზიდენტი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს

პრეზიდენტი რუსულ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ გააკეთა.

,,ყველამ იხილეთ, რა რეაქცია მოჰყვა უმრავლესობის მიერ აღნიშნული კანონის ინიცირებას. ამას გამოეხმაურა როგორც ევროკავშირი, ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთაც აღნიშნეს, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

შესაბამისად, ჩვენ ბიუროზე მოვითხოვეთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ არ გატარებულიყო რეგისტრაციაში, რათა არ დაწყებულიყო აღნიშნული კანონპროექტის კომიტეტებში განხილვა. ზოგადად, შეწყვეტილიყო ამ კანონზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო, რომ აღნიშნული კანონი პარლამენტში აღარ დაბრუნდებოდა. პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს”, – თქვა მსხილაძემ IPN-ს ცნობით.

მსგავსი თემები