მაშველებმა გუმათჰესის ქუჩაზე დაახლოებით 25 მეტრის ხიდან კატა ამწე-კალათის დახმარებით უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და პატრონთან დააბრუნეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა გუმათჰესის ქუჩაზე დაახლოებით 25 მეტრის ხიდან კატა ამწე-კალათის დახმარებით უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს და პატრონთან დააბრუნეს.

,,სამწუხაროდ, ხშირად ძაღლებისაგან შეშინებული კატები, თავის დაცვის მიზნით ხეებზე ადიან, მაგრამ იქიდან ჩამოსვლას რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგაც ვერ ახერხებენ.

შინაური კომპანიონი ცხოველების დახმარების აუცილებლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკაშირდით ცხელი ხაზის საშუალებით – 032 2 421 424”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები