“საზღვარგარეთ მცხოვრებმა ჩვენმა მოქალაქეებმა, კარგი იქნება, ორგანიზება გაუწიონ პროტესტს ყველგან” – გიორგი რურუა

“მთავარი” არხის მეწილე, გიორგი რურუა, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თვლიან, რომ არჩევნები გაყალბდა, მოუწოდებს ორგანიზება გაუწიონ პროტესტს.

როგორც რურუა სოციალურ ქსელში წერს, სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს.

“საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც თვლიან,რომ არჩევნები გაყალბდა, კარგი იქნება, რომ ორგანიზება გაუწიონ პროტესტს ყველგან-ტელევიზიებისა და გაზეთების რედაქციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პარლამენტთან და საელჩოებთან.

საქართველოში ხელოვნურად ჩაგვკეტეს და ამის საშუალება ჯერჯერობით არ გვაქვს. მეგობრებო რას ფიქრობთ ამ იდეაზე? სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს! ეს არის არ დანებების ბრძოლა ჩვენი ქვეყნისათვის. ბიძინა ივანიშვილის პირადი, (საყვარელი) პოლიტპატიმარი გიორგი რურუა” ,- წერს რურუა.

მსგავსი თემები