მილერი „აგენტების კანონზე“: ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ „აგენტების კანონი“ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთაც საქართველოს მოქალაქეებისთვის საყოველთაო სიკეთე მოაქვთ. მილერის განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„ეს [კანონპროექტი] ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და რისკავს საქართველოს ჩამოშორებას ევროპული გზიდან.

ჩვენ ეს შეშფოთება ნათლად ავუხსენით საქართველოს მთავრობას“, – აცხადებს მეთიუ მილერი.

მსგავსი თემები