,,ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში, პოლიციამ გადაკეტა გზები” – ნაკაიძე

,,ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში. მდგომარეობა სერიოზულად დაძაბულია, პოლიციამ გადაკეტა გზები”, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე ავრცელებს.

,,ამ წუთებში ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში. მდგომარეობა სერიოზულად დაძაბულია

ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოატყუა ორივე მხარე. 18 დღიანი ლოდინის მიუხედავად პრობლემა არ მოაგვარა. პირიქით დაძაბა. პოლიციამ გადაკეტა გზები და მუსლიმებს არ უშვებს მეჩეთში. სამლოცველიში იმყოფება რამდენიმე ადამიანი. სამაგიეროდ ამ ხალხს აძლევს უფლებას შეურაცხყოფა მიაყენონ მლოცველებს”, – წერს ნაკაიძე.

მსგავსი თემები