თურქეთიდან საქართველოში მიგრანტები უკანონოდ გადმოიყვანეს – დაკავებულია 5 პირი

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ 1985 წელს დაბადებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ს.თ.-მ, მისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოიყვანა მიგრანტები, უცხო ქვეყნების მოქალაქეები 1993 წელს დაბადებული ვ.თ; 1965 წელს დაბადებული ბ.ო; 1996 წელს დაბადებული ო.გ. და 1992 წელს დაბადებული რ.გ. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაულები 4-დან 8…

მეტი...

„ბევრი მომლოცველი ელის ამ დღეს, ზოგი საკაცით, ზოგი ეტლით“- სად და როდის გამოაბრძანებენ სასწაულმოქმედ ხატს

„დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი” – ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „დედოფალი“, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ უბანში, ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლშია დაბრძანებული. მას ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს – რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა. ხატი აბსოლუტური ანალოგია ივერიონში დაბრძანებული დედა ხატის – ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც „პორტაიტისა“ ეწოდება. წმინდა დედოფლის ხატი, რომელსაც უამრავი სასწაული უკავშირდება, ასევე სასწაულებრივად თავად ირჩევს, სად მიბრძანდეს – იქნება ეს ტაძარი, თუ კონკრეტული ადგილი, რათა მორწმუნეებს მასთან მიახლების საშუალება მიეცეთ. ათონურ სიწმინდეთა ძალით შემოსილი ხატი – „დედოფალი“ უდიდესი სიყვარულითა და სითბოთი მოილოცა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,…

მეტი...

თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 7 ნარკორეალიზატორია

თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და გურიაში, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მათ შორის 7 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან კი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის,…

მეტი...

საქართველო ისწრაფვის შემოიღოს პუტინის სტილის უცხოელი აგენტების შესახებ კანონი – როტი

Human Rights Watch-ის ყოფილი ხელმძღვანელი, კენეტ როტი, ,,ქართული ოცნების” მიერ ,,რუსული კანონის” ხელახლა დაინიცირებას X-ზე ეხმაურება. ,,საქართველომ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, იმის გაგებით, რომ ეს გააუმჯობესებდა პირობებს სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ის საწინააღმდეგო მიმართულები მოძრაობს, ისწრაფვის შემოიღოს პუტინის სტილის უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც კრიტიკოსების გაჩუმების ინსტრუმენტია”, – წერს როტი.

მეტი...

,,მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიტანოს კანონპროექტი” – გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ,,რუსულ კანონზე”

,,მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიტანოს კანონპროექტი”, – ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებული “რუსული კანონი” საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას. ,,საქართველო: ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიტანოს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან, როგორც “გარე ძალის ინტერესებში მოქმედი ორგანიზაციები.” ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაცია ფაქტზე დააკავეს 5 ადამიანი, პასუხისგებაში მიეცა 3 იურიდიული პირი

აჭარაში გამოვლინდა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც უკანონოდ ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აფთიაქის ხელმძღვანელებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, ჯამში დაახლოებით 1 მილიონი ლარი მიიღეს. უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 3 იურიდიული პირი, ხოლო, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 6 ფიზიკური პირის მიმართ, რომელთაგან 5 უკვე დააკავეს. ,,გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც რიგ შემთხვევაში უნებართვოდ, ანდა შესაბამისი სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ხდებოდა სხვადასხვა…

მეტი...

დედა 16 წლის შვილს ქორწინებას აიძულებდა – ქალი დაკავებულია

ქორწინების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი გოგონას დედას ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 16 წლის შვილს ფსიქოლოგიურად აიძულებდა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერ შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო. ,,პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით თვლიდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა და მას არ გააჩნდა არჩევანის უფლება. ბრალდებული 16 წლის შვილს ფსიქოლოგიურად აიძულებდა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერ შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო. სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 აპრილს დააკავეს. მას…

მეტი...

ფინეთმა რუსეთთან საზღვრის დაკეტვა უვადოდ გაახანგრძლივა

ფინეთმა რუსეთთან საზღვრის დაკეტვა უვადოდ გაახანგრძლივა. ინფორმაციას ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ ფინეთმა თებერვალში საზღვრის დაკეტვა 14 აპრილამდე გადაწყვიტა, მაგრამ უახლესი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საზღვარი დახურული დარჩება, სანამ “ინსტრუმენტალიზებული მიგრაციის” რისკი არ დაეცემა. ფინეთის მთავრობამ ასევე გადაწყვიტა რუსეთთან საზღვაო გზებიც დაეკეტა, რადგან რუსეთმა შესაძლოა მიგრანტები წაახალისოს და ფინეთში საზღვაო გზით შესვლისკენ მოუწოდოს. ცნობისთვის, ფინეთმა რუსეთთან საზღვარი 2023 წლის ნოემბრის ბოლოს დახურა, რადგან მხოლოდ ნოემბერში, დაახლოებით 900 თავშესაფრის მაძიებელი ქვეყნებიდან, როგორიცაა კენია, მაროკო, პაკისტანი, სომალი და იემენი, რუსეთიდან ფინეთში შევიდა.

მეტი...

კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას – მეთიუ მილერი

საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ,,ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” პარლამენტში ხელახლა დარეგისტრირებაზე. ,,ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს. – მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

,,ოცნებამ” უნდა გაიწვიოს კანონი, თუ საქართველოს EU-ში გაწევრიანების გზაზე წარმატების მიღწევა სურს – CPJ

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) ​,,ქართული ოცნების” მიერ ,,რუსული კანონის” ხელახლა ინიცირებას ეხმაურება და წერს, რომ ეს საპარლამენტო არჩევნების წინ საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას. ,,საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონპროექტის რეინიცირება, რომელიც მედიასაშუალებებს ანიჭებს იარლიყს უცხოური კონტროლის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია და სრულიად შეუთავსებელია მათ განაცხადთან ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. ეს საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ. ,,ქართულმა ოცნებამ” უნდა გაიწვიოს კანონი და უარი თქვას ,,საგარეო აგენტების” კანონმდებლობაზე, თუ საქართველოს სურს წარმატების მიღწევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”, – წერს CPJ.

მეტი...

საბერძნეთში ქართველთა დაჯგუფების 5 წევრი დააკავეს

საბერძნეთში ქართველთა კრიმინალური ორგანიზაცია გამოვლინდა, რომლის წევრებიც ატიკის სხვადასხვა რაიონში სახლებს ძარცვავდნენ. პოლიციის ცნობით, უშიშროების სიცოცხლისა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი დევნის სამმართველომ დანაშაულებრივი ორგანიზაციის 5 ქართველი წევრი, 33, 34, 38 და 44 წლის ოთხი კაცი და 33 წლის ქალი, 2 აპრილს, ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავა. ორგანიზაციის ლიდერად 44 წლის კაცი დასახელდა. დაკავებულები სამიზნე სახლებს და მეპატრონეებს უთვალთვალებდნენ. ადგენდნენ სიგნალიზაციისა და კამერების არსებობას, აკვირდებოდნენ სამიზნეების გადაადგილებას, როდესაც ისინი სახლს ტოვებდნენ, იყენებდნენ ინფორმატორებსა და მამხილებლებს, როგორც ქურდობამდე, ასევე ქურდობის დროსაც. ისინი იჭრებოდნენ სახლებში და იპარავდნენ ძვირფასეულობასა და სხვა ნივთებს. იყენებდნენ საწმენდ…

მეტი...

რუსეთში მურმანსკის ოლქის გუბერნატორი დაჭრეს

რუსეთში, ქალაქ აპატიტში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, მურმანსკის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ჩიბისი დაჭრეს. ინფორმაციას გამოცემა TASS-ი ავრცელებს და წერს, რომ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, პოლიციამ კი თავდამსხმელი დააკავა. ,,შეიარაღებული თავდასხმა იყო, რის შედეგადაც ის მუცელში დაჭრეს. თავდამსხმელი დააკავეს. ინციდენტი მოხდა ქალაქ აპატიტში, კულტურის სახლის გასასვლელთან, სადაც გაიმართა შეხვედრა. ახლა გუბერნატორი საოპერაციოშია. ანდრეი ვლადიმროვიჩი გონზეა, ის თავად მივიდა მანქანამდე, საავადმყოფოში წასასვლელად, საუბრობდა და ყველა კითხვას უპასუხა”, – უთხრეს გამოცემას.

მეტი...