ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: რუსული კანონი საქართველოს ევროპული გზის ღალატია, ჩვენ, ქართული პროდასავლური პოლიტიკური ძალები, ვგმობთ “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის რეინიცირებას. ეს არის საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვის კიდევ ერთხელ გატეხა და იმ ახალგაზრდების აბუჩად აგდება, რომლებმაც 1 წლის წინ დაიცვეს ჩვენი ისტორიული არჩევანი და ამით ჩვენს სამშობლოს შეუნარჩუნეს შანსი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.დღეს, “ქართული ოცნების” ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ძალაუფლებისა და ანტისახელმწიფოებრივი, კორუფციული ქმედებებით მოხვეჭილი ქონების შენარჩუნება. მაშინ როდესაც ხელისუფლება თავად იქცა სიღარიბის, კორუფციის, ფასების კატასტროფული ზრდისა და ქვეყნიდან მოქალაქეების გადინების მთავარ მიზეზად, ივანიშვილი ცდილობს, პუტინის სტილში ჩაახშოს კრიტიკული ხმა და მოგუდოს თავისუფალი საზოგადოება. მმართველი ძალა სრულად დაიცალა ევროპული ღირებულებებისა და პრინციპებისგან.ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებული რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ასცდება ევროპულ გზას და საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის ევროკავშირის წევრობით გარანტირებული უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის კარი კიდევ დიდი ხნით დაიკეტება.ახლა, როგორც არასდროს, ამ ისტორიულ მომენტში, ცვლილება უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანის უმთავრეს პრიორიტეტად. ცვლილება, რომელიც მოიტანს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ მმართველობას და გახდება საქართველოს ევროპის ოჯახში დაბრუნების გარანტია.ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები:ახალი • AhaliGirchi • გირჩი – მეტი თავისუფლებაDroa • დროაერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movementლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgiaრესპუბლიკური პარტია Republican Partyსტრატეგია აღმაშენებელი • Strategy Aghmashenebeli
მსგავსი თემები
-
„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“- ჰელსინკის კომისია
აშშ-ის ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელ X-ზე Politico-ს სტატიას აზიარებს, რომელშიც საუბარია, რომ ამერიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის... -
აქციის რამდენიმე მონაწილე 500-500 ლარით დაჯარიმდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესები გაიმართა. აქციის რამდენიმე... -
„რუსეთი საქართველოს მეგობარი არაა. “ოცნება” “ოცნება” არაა,“- კონგრესმენი
„ნათელია, რომ “ოცნება” “ოცნება” არაა, “ეს ცუდი სიზმარია”, ცუდი ოცნება – მას არ შეუსრულებია ის პირობა,...