დედამ შვილს თირკმელი აჩუქა – ორ საოპერაციო ოთახში 30-მდე ექიმი მუშაობდა

დნეპრში 15 წლის გოგონას დედისგან თირკმელი გადაუნერგეს. გოგონას თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს, რამაც მას სრული სიცოცხლის შანსი არ დაუტოვა. ბავშვი ყოველთვის იყო დამოკიდებული ჰემოდიალიზზე.

„არსებობდა ვარიანტები, რომ მას შეეძლო მთელი ცხოვრება ჰემოდიალიზზე ყოფილიყო, მაგრამ თირკმლის გადანერგვა რომ გაეკეთებინა, სრულფასოვანი სიცოცხლე ექნებოდა“, – ამბობს ბავშვის დედა.

ოპერაცია თითქმის შვიდ საათს გაგრძელდა. პარალელურად, ორ საოპერაციო ოთახში 30-მდე ექიმი მუშაობდა.

„ამ ოპერაციის ზოგიერთ ეტაპზე ჩვენ ვითვლიდით წუთებს. უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ თირკმელი სიცოცხლისუნარიანი იყო. ბოლოს წარმატებას მივაღწიეთ. რამდენიმე კვირაში დედა-შვილი სახლში წასვლას შეძლებენ”, – აღნიშნა ქირურგმა.

 

მსგავსი თემები