შეკრებილ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს – შსს ადიგენზე

ადიგენში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

,,შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში.

მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, მართლმადიდებელთა ნაწილი, სასულიერო პირებთან ერთად, დღეს დილიდან კიდევ ერთხელ შეიკრიბა ადიგენში, წერეთლის ქუჩაზე, იმ სახლთან, სადაც მუსლიმი თემი ლოცულობს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე სოციალურ ქსელში წერს, ვითარება დაძაბულია. მისი თქმით, მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში.

მსგავსი თემები