„ორი ანგელოზი უდედოდ დატოვა“ – ვინ არის კაცი, რომელმაც ცოლი სასიკვდილოდ გაიმეტა

34 წლის მელანო ქიზინიძე ქმარმა ბათუმიდან მოტყუებით, შუახევში წაიყვანა და მდინარის სანაპიროზე მოკლა. ახალგაზრდა ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

მკვლელობის შემდეგ, თვითდაზიანებები მიიყენა თავად ბრალდებულმაც, 41 წლის რაულ დეკანაძემ, რომელიც ახლა კლინიკაშია გადაყვანილი.

„კიდევ ერთი არაკაცის მოკლული ქალი და დედა გამოასალმა სიცოცხლეს და ობლად დატოვა შვილები… უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი”.

„იცნობდეთ! ცოლი მოსაკლავად გაიმეტა, ორი ანგელოზი კი უდედოდ დატოვა“, – წერენ სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები