ცვლაში ყოფნის დროს სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი, ვალერი გედელიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს”, – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი თემები