„ქალი თოკით არის გაგუდული“ – ახალი დეტალები მკვლელობის ადგილიდან

ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა აფხაზეთიდან დევნილი ჯიმშელიების დაყაჩაღება გამთენიისას სცადეს.

მეზობელი მამაკაცი ჰყვება, რომ მზია მიქაია თავდამსხმელებმა თოკით გაგუდეს, კაცს კი დანა ჩაარტყეს. სავარაუდოდ, ფაქტი შუაღამეს მოხდა, რადგან მშობლებს დღის პირველ საათზე ქალიშვილმა მოაკითხა და კარი არავინ გაუღო.

მეზობლის თქმით, შემთხვევის დროს ცოლ-ქმარს ეძინათ, სახლში უცნობი პირების შეჭრის შემდეგ კი ხმაურზე გაეღვიძათ და თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მოკლეს ცოლი, ქმარი კი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. ტარიელ ჯიმშელია მართვით სუნთქვაზეა.

მეზობელი მამაკაცი ადასტურებს, რომ ცოლ-ქმარი რამდენიმე თვის წინ მოსკოვიდან ჩამოვიდა და სავარაუდოდ, თავდამსხმელებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ისინი სახლში ძვირფასეულობას და ფულს ინახავდნენ. მათი ვაჟი ბადრი ჯიმშელია მოსკოვში ბინის გაყიდვის შემდეგ კანადაში ახლახან ჩავიდა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ბარამიას ქუჩის მეცხრე კორპუსის მეშვიდე სართულზე, პოლიციელები თავდამსხმელებს ეძებენ. ადგილზე იმყოფებიან კინოლოგებიც. ქალის ცხედარი ჯერჯერობით პროზექტურაში არ გადაუსვენებიათ.

მსგავსი თემები