,,ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი” – სახდეპის რიგით მესამე განცხადება ,,რუსულ კანონზე”

,,ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი”, – ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სახდეპი ,,ქართული ოცნების” მიერ ,,რუსული კანონის” ინიცირებას ბოლო ორ დღეში უკვე მესამედ გამოეხმაურა.

,,ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტით, რომელიც ეფუძნება გასული წლის „უცხოური აგენტების“ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობას საქართველოს მოქალაქეებისთვის საყოველთაო სიკეთე მოაქვს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა. ეს [კანონპროექტი] ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და რისკავს საქართველოს ჩამოშორებას ევროპული გზიდან. ჩვენ ეს შეშფოთება ნათლად ავუხსენით საქართველოს მთავრობას”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები