ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და „მეიჰიუ საქართველო“, დიდ დიღომში, მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და „მეიჰიუ საქართველო“ კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, დიდ დიღომში, მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ.

მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები „მეიჰიუ საქართველოს“ კლინიკაში ტარდება, საიდანაც, პოსტოპერაციული პერიოდის გასვლის შემდეგ, იდენტიფიცირებული და სტერილური ცხოველები პირვანდელ გარემოში ბრუნდებიან. კლინიკაში ძაღლებს ასევე უტარდებათ ცოფისა და გავრცელებული ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

აღნიშნული პროგრამა 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი მიზანია, დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის კოლაბორაციული მენეჯმენტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტერიტორიიდან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟების მიერ არაიდენტიფიცირებული ძაღლების „მეიჰიუ საქართველოს“ კლინიკაში სტერილიზაცია/კასტრაციისა და იდენტიფიცირების მიზნით გადაყვანას და უკან დაბრუნებას. სტერილიზაციის გარდა, ექიმი-ვეტერინარები ასევე ამოწმებენ ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობას და უტარებენ ვაქცინაციას.

ქუჩის ბინადარი ცხოველების პოპულაციის მართვაში არასამთავრობო ორგანიზაციების მოხალისეობრივი ჩართულობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს დედაქალაქში ჰუმანური გზით მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებაზე.

მსგავსი თემები