„თვითონ კანონის მიზანი, იყოს დაფინანსება გამჭვირვალე , არის ლეგიტიმური“- ლევან იოსელიანი

„ქვეყანას აქვს გაცხადებული კონსტიტუციური მიზანი, ინტეგრაცია ნატოში და ყველას გვავალდებულებს ეს მიზანი იყოს მიღწეული,“ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მეორედ ინიცირებულ კანონს აქვს ლეგიტიმაცია, სახალხო დამცველი გამჭვირვალობაში პრობლემას ვერ ხედავს:

„როგორც არ უნდა იყოს, თვითონ კანონის მიზანი, არის ლეგიტიმური, ოღონდ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა უნდა მოხდეს სწორი გზებით, ის თუ ვინმეს აინტერესებს ვინ არის არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებელი, არსებობს გრანტის კანონი, მაგრამ თუ ამას ეწინააღმდეგებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები უნდა გადაიხედოს, აგენტის სახელწოდება შეურაცხმყოფელი იყო, პრინციპი არის ის, რომ ადამიანის ღირსებას არ უნდა შეურაცხყოფდეს კანონი,“ – განაცხადა იოსელიანმა

მსგავსი თემები