აშშ მხარს უჭერს ყველა ქართველის ძალისხმევას ქვეყნის EU-სკენ მისწრაფებების წინ წასაწევად – დანიგანი SJC-ს ხელმძღვანელობას შეხვდა

ამერიკის საელჩოს ცნობით, ელჩი რობინ დანიგანი შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელობას და ინფორმაცია მიიღო მათ საქმიანობაზე.

,,ელჩი დანიგანი შეხვდა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელობას და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, დემოკრატიისა და თანასწორობის ადვოკატირებაში მათი საქმიანობის შესახებ მოისმინა.

საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს ყველა ქართველის ძალისხმევას ქვეყნის ევროკავშირისკენ მისწრაფებების წინ წასაწევად”, – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები