ძიძას 2 წლის ბავშვის მოკვლის გამო პატიმრობა მიუსაჯეს

დასავლეთ ვირჯინიაში ძიძას 2 წლის ბავშვის მოკვლის გამო პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

32 წლის ბრიტანი ნეპიერს მიესაჯა ერთი წელი უნებლიე მკვლელობისთვის. ძიძამ სასამართლოში ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მას 2 წლის ბავშვის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. მან აღიარა, რომ დიდი ზომის ლეიბი დადო სათამაშო მოედანზე, რომელშიც ბავშვი შიგნით მოექცა.

პატიმრობის გარდა, მოსამართლემ დააწესა 50-წლიანი ზედამხედველობის ორდერი და აუკრძალა ნაპიერს ბავშვების მონახულება.

მსგავსი თემები