რუსეთიდან უცხოელების დეპორტაცია დაიწყო

სანქტ-პეტერბურგში 400-ზე მეტი მიგრანტის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს, რომლებმაც რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, მიგრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დაარღვიეს.

მთელი კვირის განმავლობაში სამართალდამცველები ე.წ. რეიდებს აწყობდნენ. არსებული ინფორმაციით, 5 დღის განმავლობაში სასამართლოებში, 600-მდე პირის საქმე შევიდა.

418 პირთან დაკავშირებით, ჯარიმის დაწესებასთან ერთად, მიღებულია დეპორტაციის გადაწყვეტილებაც. ამასთან, კიდევ 50 უცხოელს ქვეყნის დამოუკიდებლად დატოვება დაევალა.

მსგავსი თემები