,,30 000 ქართველი, რომ წამოვიდეს, სასწაულ გარემოს შევქმნით” – ლაშა დვალი

30 000 ქართველი რომ წამოვიდეს, სასწაულ გარემოს შევქმნით, – ამბობს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლაშა დვალი ევროპის მომავალ ჩემპიონატზე, ქართველი გულშემატკივრების დასწრებასთან დაკავშირებით:

,,81 ათასი ადამიანი ეტევა სტადიონზე, გასაგებია, რომ თურქებით სავსეა გერმანია, მაგრამ ჩვენგან 30 000 არ უნდა ვიყოთ? არ ვიცი, წესით უნდა ვიყოთ. 30 000 ქართველი, რომ წამოვიდეს, სასწაულ გარემოს შევქმნით და მოლოდინი სიმართლე გითხრათ, ის მაქვს, რომ შეიძლება ამ ჯგუფში წარმატების მიღწევა მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ნაკრებები შეგვხვდა”, – ამბობს ლაშა დვალი.

ევრო 2024 კი სტარტს 14 ივნისს აიღებს. საქართველოს ნაკრებს პირველი თამაში დორტმუნდში, 18 ივნისს, თურქეთის ეროვნულ გუნდთან ექნება. ბილეთების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ გულშემატკივრებს მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა უეფას ოფიციალურ საიტზე შეეძლებათ.

უეფას პორტალზე მსურველებს უკვე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ, მიუთითონ პირადი ინფორმაცია, რომელი ქვეყნის გულშემატკივრები არიან, ამის შემდეგ კი, როდესაც ოფიციალურად დაიწყება ბილეთების გაყიდვა, უეფა ამ ინფორმაციას ელექტრონული ფოსტით აცნობებს დარეგისტრირებულებს.

მსგავსი თემები