შაბათ-კვირას ისრაელში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით

,,ჰამასის” მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების ოჯახის წევრები შეუერთდნენ მასშტაბურ საპროტესტო აქციას და ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომისკენ მოუწოდეს.

მომიტინგეები შეკრებილები იყვნენ თელ-ავივში, ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის გარეთ, ასევე, ისრაელის პარლამენტის წინ.

ისრაელის პოლიციის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კვირას დააკავეს ერთი პირი და ამოიღეს პიროტექნიკა. ცალკე, ღაზაში მძევლად მყოფი ისრაელელი ჯარისკაცის ოჯახმა განაცხადა, რომ კვირას ნეთანიაჰუსთან შეხვედრიდან “არანაირი კარგი ამბავი” არ გამოვიდა.

19 წლის ჯარისკაცის მამამ თქვა, რომ იმედოვნებდნენ რომ მოლაპარაკებების წინ კარგ ამბავს გაიგებდნენ, მაგრამ მსგავსი სიახლე ვერ მოისმინეს, მისივე თქმით, წუხან, რომ მოლაპარაკებების პროცესი ნელა მიმდინარეობს.

კვირას ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელის ძალებმა ღაზის სექტორში, ალ-შიფას ჰოსპიტალში 200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აუცილებელია “ჰამასის” დამარცხება.

შაბათს პრემიერის გადადგომისა და მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა თელ-ავივის, იერუსალიმის, კესარიის, რაანასა და ჰერცლიის ქუჩებში. ისრაელის პოლიციის ცნობით, სულ მცირე 16 ადამიანი დააკავეს.

მსგავსი თემები