,,ყველა დანაშაულის კვალს უკრაინამდე მივყავართ” – რუსეთის საგარეოს მოთხოვნები კიევს

ყველა ამ დანაშაულის კვალს უკრაინამდე მივყავართ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა და კიევისგან ტერაქტების ყველა მონაწილის დაკავება და ექსტრადირება მოითხოვა.

,,22 მარტს მომხდარი სისხლიანი ტერორისტული აქტი, რომელმაც მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო, არ არის პირველი ტერაქტი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში. რუსეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ ყველა ამ დანაშაულის კვალს უკრაინამდე მივყავართ,” – წერია განცხადებაში.

დიპლომატიურმა სამსახურმა უკრაინის ხელისუფლებას გადასცა მოთხოვნები ტერორისტული აფეთქებების აღკვეთის საერთაშორისო კონვენციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში და მოსთხოვა დაუყოვნებლივ დააკავოს პირები, რომლებიც ამ ტერაქტებში მონაწილეობდნენ და გადასცეს მათ.

მსგავსი თემები