არჩევნებში გამარჯვებული ჩვენი დემოკრატიაა, არაფერია ხალხის ნებაზე ძლიერი – ერდოღანი

არჩევნებში გამარჯვებული ჩვენი დემოკრატიაა, არაფერია ხალხის ნებაზე ძლიერი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„31 მარტი ჩვენთვის არ არის დასასრული, არამედ გარდამტეხი მომენტია. მუნიციპალურ არჩევნებში თურქმა ერმა ისევ გამოიყენა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად. შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული, პირველ რიგში, ჩვენი დემოკრატია, ეროვნული ნებაა. ყველამ, 85 მილიონმა ადამიანმა, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, მოიგო საარჩევნო მარათონი და თურქეთი არის გამარჯვებული“, – განაცხადა ერდოღანმა მოქალაქეებისადმი მიმართვისას.

ბიულეტენების 90 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ მთავარი ოპოზიციური პარტია, „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ 37,32 პროცენტით ლიდერობს, ხოლო „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” ხმების 35,78% დააგროვა.

არჩევნებში 34 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 000 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

მსგავსი თემები