ღარიბაშვილი იცავს თავისნაირებს, კლანის წევრებს, წესიერ ადამიანებთან არასდროს იქნება ამ სასაცილო კაცმაცუნას ადგილი – უზენაესის ყოფილი მოსამართლე

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე, ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებებს ეხმაურება, რომლითაც ე.წ. ვეტინგის სისტემას ეწინააღმდეგება.

,,ირაკლი ღარიბაშვილი იცავს თავისნაირებს (კლანის წევრებს, ე.წ. მსხვერპლებს), აბა წესიერ ადამიანებთან არასდროს არ იქნება ამ სასაცილო კაცმაცუნას ადგილი. ცოტა ხანში მოგვთხოვს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს კომპენსაცია გადავუხადოთ და გამაჯანსაღებელი აბაზანები დავუნიშნოთ. კარგი ეს გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანების მსხვერპლებს რას უპირებთ ბატონო ირაკლი?”, – წერს ალავიძე.

მსგავსი თემები