წინასწარი შედეგებით, თურქეთის დიდ ქალაქებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

თურქეთში მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოპოზიციის კანდიდატებმა დიდ ქალაქებში გამარჯვება მოიპოვეს. მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ,,რესპუბლიკური სახალხო პარტიას” უპირატესობა აქვს მათ შორის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ანკარა და სტამბოლი.

ერდოღანმა მარცხი აღიარა და თქვა, რომ 31 მარტი არა დასასრული, არამედ გარდამტეხი მომენტია. მან აღიარა, რომ მისმა პარტიამ, ,,სამართლიანობის და განვითარების პარტია”, ვერ მიიღო შედეგები, როგორიც სურდათ და რასაც ელოდნენ.

,,შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული, პირველ რიგში, ჩვენი დემოკრატია, ეროვნული ნებაა”, – განაცხადა მან.

,,რესპუბლიკური სახალხო პარტიის” ლიდერმა, ოზგურ ოზელმა თქვა, რომ არჩევნების შედეგები ,,არავის დამარცხება არ იქნება”.

მსგავსი თემები