,,ჩამოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ვინმეს ვუშლით?” – ღარიბაშვილი ემიგრანტებს

ირაკლი ღარიბაშვილი ,,იაფფასიან კამპანიას” უწოდებს ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებსა და აქტივობებს.

მისი თქმით, ,,პრეზიდენტი ვერ ეგუება” იმ აზრს, რომ მალე თანამდებობაზე აღარ იქნება.

,,ახლა მოიფიქრეს, რომ მოდით რაღაც დამატებითი უბნები დავამატოთ საზღვარგარეთ. არაფერი არ უშველით. რამდენი უბანიც არ უნდა დაამატონ, ამას გადაწყვეტს ხელისუფლება, მაგრამ ეს ყველაფერი არის მოგონილი. თუ ვინმეს უნდა დიასპორას, არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ. არის საელჩოებში გახსნილი უბნები, ან ჩამოვიდნენ საქართველოში და მიიღონ მონაწილეობა. ვინმეს ვუშლით, თუ ეკრძალებათ? “, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები