გერმანიაში  მთვრალი სანტა კლაუსი დააკავეს

გერმანიაში  მთვრალი სანტა კლაუსი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, სანტა კლაუსმა მართვის კონტროლი დაკარგა, სახლის ფასადსა და გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა.

“სახლის ფასადი სერიოზულად დაზიანდა, სანტა კლაუსის საშობაო საჩუქრები არ დაზიანებულა”,- აცხადებენ პოლიციაში.

სანტა კლაუსს მართვის მოწმობა ჩამოართვეს.

გამოძიება  ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის ფაქტზე დაიწყო.

მსგავსი თემები