2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დღეს, 4 მარტს, 10:00 საათზე დაიწყო. პროცესი 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია.

ძირითად ეტაპზე – 4 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება.

საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა გამოსაცდელებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

მსგავსი თემები