ფინეთი, როგორც NATO-ს წევრი, ალიანსის წვრთნებში მონაწილეობას პირველად მიიღებს

ფინეთი, როგორც ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, NATO-ს Nordic Response 2024-ის წვრთნებში პირველად მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცნობილია, რომ ნორვეგიის ხელმძღვანელობით Nordic Response 2024 სამხედრო წვრთნები ორშაბათს, 4 მარტს ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში დაიწყება.

,,12-დღიანი წვრთნები მნიშვნელოვანია ფინეთისთვის, რადგან გარდა იმისა, რომ ყველაზე დიდი წვრთნებია, რომელსაც ფინეთის თავდაცვის ძალები საზღვარგარეთ ოდესმე შეერთებია, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფინეთი ალიანსის კოლექტიური თავდაცვის პრაქტიკას განახორციელებს, როგორც ნატოს წევრი”, – ნათქვამია განცხადებაში.

Nordic Response სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო წვრთნებს მოიცავს, რომელშიც დაახლოებით 20 000 მონაწილე 14 ქვეყნიდან მონაწილეობს, მათ შორის 4 100 ფინელი სამხედრო.

წვრთნებში მონაწილეობს 100-ზე მეტი თვითმფრინავი ფინეთიდან, შვედეთიდან, ნორვეგიიდან და ნატოს სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის მოიერიშე, საწვავის შემავსებლები, სატრანსპორტო და სადაზვერვო თვითმფრინავები, ასევე სხვადასხვა ვერტმფრენები.

მსგავსი თემები