ჰაიტიში არეულობის შედეგად ციხიდან 4 000-მდე პატიმარი გაიქცა

ჰაიტიში, დედაქალაქის, პორტ-ო-პრენსის მთავარ ციხეში შეიარაღებული ძალების შეჭრის შედეგად 4 000-მდე პატიმარი გაიქცა. სროლის ტალღას ოთხი პოლიციელი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პატიმრებს შორის იყვნენ ბანდის წევრები, რომლებსაც ბრალად 2021 წელს პრეზიდენტ ჯოვენელ მოისის მკვლელობა ედებოდათ.

ბანდების მხრიდან ძალადობა, ბოლო წლებში, 2021 წლის პრეზიდენტის მოისეს მკვლელობის შემდეგ გაუარესდა. ისინი პრემიერმინისტრ არიელ ჰენრის გადაყენებას ისახავენ მიზნად და ამ დროისთვის, პორტ-ო-პრენსის 80%-ს აკონტროლებენ. ძალადობამ მას შემდეგ იმატა, რაც ხუთშაბათს პრემიერმინისტრი ნაირობიში გაემგზავრა, რათა ჰაიტიში კენიის ხელმძღვანელობით მრავალეროვნული უსაფრთხოების ძალების გაგზავნა განეხილა. პარასკევს, კენიის პრეზიდენტმა უილიამ რუტომ თქვა, რომ მან და პრემიერმინისტრმა ჰენრიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას და მუშაობდნენ განლაგების დაჩქარებაზე.

გაცნობებთ, რომ იანვარში გაერომ განაცხადა, რომ 2023 წელს ჰაიტიზე ბანდების ძალადობას 8400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ან გაიტაცეს, რაც ორჯერ მეტია ვიდრე 2022 წელს იყო.

მსგავსი თემები