საფრანგეთში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი 58 ქართველი საქართველოში დააბრუნეს. ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
,,საფრანგეთში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი 58 ქართველი საქართველოში დააბრუნეს. 2023 წელს, 965 მათგანი დაბრუნდა რეადმისიის ფარგლებში, 2300-ს კი უარი ეთქვა ბორტზე ასვლაზე საქართველოს აეროპორტებიდან გასამგზავრებლად. ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად 2019 წლიდან გაძლიერდა და გაგრძელდება”, – დაწერა საელჩომ.