პაკისტანში მეწყრებისა და ძლიერი თოვლის გამო 30-მდე ადამიანი დაიღუპა, მათგან 16 ბავშვია

პაკისტანში მეწყრებისა და ძლიერი თოვლის გამო, ბოლო 48 საათში 29 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 50. დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა ბავშვები არიან.

კატასტროფების მართვის სამსახურის ცნობით, სტიქიის შედეგად 16 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 14. გარდა ამისა, ქვეყნის ყარაკორამის გზატკეცილი, რომელიც პაკისტანს ჩინეთთან აკავშირებს, კვლავ მეწყრების გამო ბლოკირებულია.

მსგავსი თემები