ოდესაში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ოდესაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. შედეგად, დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. მათ შორისაა 3 წლის ბავშვი.

დაშავებულია 8 ადამიანი. სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება.

ცნობისთვის, 2 მარტს, გვიან ღამით რუსებმა ოდესას უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. დრონი ქალაქის საცხოვრებელ უბანში მაღალსართულიან კორპუსს შეეჯახა.

მსგავსი თემები