ქობულეთში, სოფელ ზენითში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ქობულეთში, სოფელ ზენითში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

როგორც ზენითის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელმა სულხან გიორგაძემ აღნიშნა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

,,ხის სახლი იყო და მთლიანად დაიწვა. მეპატრონე ამჟამად სხვა სოფელში იმყოფება შვილთან. ამ სახლში მარტო ცხოვრობდა”, -ამბობს გიორგაძე.

მსგავსი თემები