აშშ-ის სამხედროები ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს დღეებში მიაწვდიან – ჯო ბაიდენი

აშშ-ის სამხედროები ღაზის სექტორს ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს დღეებში თვითმფრინავებით მიაწვდიან.

როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, არაბულ ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი საკმარისი არ არის და ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღაზის სექტორმა მეტი დახმარება მიიღოს.

,,სიცოცხლის დაკარგვა გულსატკენია. ხალხი სასოწარკვეთილია, რომ უდანაშაულო ადამიანები საშინელ ომში არიან და არ შეუძლიათ თავიანთი ოჯახების გამოკვება. თქვენ ნახეთ პასუხი, როდესაც ისინი ცდილობდნენ დახმარების მიღებას. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ შეერთებულ შტატებში და გავაკეთებთ კიდევაც უფრო მეტს. უახლოეს დღეებში ჩვენ ვაპირებთ, შევუერთდეთ ჩვენს მეგობრებს იორდანიაში და სხვებს საჰაერო ფრენების საშუალებით დახმარების მიწოდების უზრუნველყოფაში,” – თქვა ბაიდენმა.

მსგავსი თემები