პარტნიორებისგან მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა გვჭირდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ ოდესის დაბომბვას ეხმაურება და ამბობს, რომ უკრაინას პარტნიორებისგან მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება.

,,რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომს აგრძელებს. “შაჰიდების” თავდასხმა ოდესის, ხარკოვის, სუმის ოლქებში. ოდესაში მტრის ერთ-ერთი დრონი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. 18 ბინა განადგურდა. ჩვენი პარტნიორებისგან მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა გვჭირდება. აუცილებელია უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერება, რათა ჩვენი ხალხი რუსული ტერორიზმისგან დავიცვათ. მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, მეტი რაკეტა საჰაერო თავდაცვისთვის – ეს არის ის, რაც სიცოცხლეს გადაარჩენს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები