პოლონეთში დააკავეს არალეგალი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 5 თვე ეძებდნენ

პოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული. ის 2023 წლის 27 სექტემბერს გდანსკის აეროპორტიდან სასაზღვრო კონტროლს გაექცა. 5 თვიანი ძებნის შემდეგ კი 26 თებერვალს, გროძისკის რაიონში დააკავეს. სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 24 წლის ახალგაზრდა ქვეყანაში არალეგალურად ჩაფრინდა.

დაკავებულს ბრალად ედება პოლონეთის რესპუბლიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ძალადობა და მუქარა, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები