,,ყველგან შეიძლებოდა ყოფილიყო დნმ, რომელიც გაგვიყვანდა მკვლელზე” – 12 წლის ანას დედა

12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გამოძიებაში მონაწილე ექსპერტს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, რაც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. გულგრილობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

12 წლის ანას დედა, ნატო ხუტაშვილი ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტმა დაკარგა ფრჩხილში არსებული თმა, სველ მდომარეობაში შეფუთა და არ დაიცვა ნივმთმტკიცებები. ასევე, არ აიღო ანაბეჭდები სრულად დაზიანებული უბნებიდან, სადაც შესაძლოა მკვლელის დნმ ყოფილიყო.

,,არ დაიცვა ნივმთმტკიცებები, დაკარგა ფრჩხილში არსებული თმა. ასევე, არ დაიცვა ნივმთმტკიცება, რომელიც მან აიღო და სველ მდგომარეობაში შეფუთა და შემდგომში იგი დაობდა. ასევე, მესამე კიდევ, არ აიღო ანაწმენდები სრულად დაზიანებული უბნებიდან. ყველგან შეიძლებოდა ყოფილიყო დნმ, რომელიც გაგვიყვანდა პირდაპირ მკვლელზე და ეს პირველი ეტაპი მან თავისი არასათანადო ქმედებებით გადაკეტა, რის გამოც საშუალება არ მიეცა საგამოძიებო ორგანოებს სრულყოფილად გამოეძიათ ეს საქმე,” – ამბობს ხუტაშვილი.

მსგავსი თემები