მდინარე ძუსაში, მაშველებმა მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში კიდევ ერთი, მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამი ადამიანის ცხედარი მაშველებმა ცოტა ხნის წინ იპოვეს.

ტრაგედია იმ დროს დატრიალდა, როდესაც ერთ-ერთ ახალგაზრდას ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა. მის თანმხლები პირებიდან 4 საშველად მდინარეში გადახტა. მათგან მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

112-ში ნაპირზე დარჩენილმა ერთმა ადამიანმა დარეკა.

მსგავსი თემები