ავტოსაგზაო შემთხვევა ნინოწმინდაში – არის მსხვერპლი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი დაღუპული დახვდა. ოთხი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები