ნიღაბი, რაც მას ჰქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩამოხსნილია – ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

ნიღაბი, რაც მას ჰქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩამოხსნილია, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, იმის შესახებ, რომ „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე. ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქმე გვაქვს დიდ ანტიქართულ მოვლენასთან და სალომე ზურაბიშვილმა თავისი სახე წარმოაჩინა.

„როგორ შეიძლება, ჩვენს ძვირფას ადამიანზე, პატრიარქზე რომ ასეთ მკრეხელურ განცხადებას გააკეთებს ადამიანი და მით უმეტეს ვინ, პრეზიდენტი. აქ საქმე გვაქვს დიდ ანტიქართულ მოვლენასთან, ეს არის დიდი ანტიქართული მოვლენა, პირდაპირ შეტევა პატრიარქზე, ეკლესიაზე და ვფიქრობ, ეს თავად სალომე ზურაბიშვილის სახეს წარმოაჩენს ძალიან კარგად. ის ნიღაბი, რაც მას ჰქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არის ჩამოხსნილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები