ალექსეი ნავალნის გვარი რუსეთში ექსტრემისტულ სიმბოლიკად გამოცხადდა. გადაწყვეტილება რუსეთის ოთხი რეგიონის სასამართლოებმა მიიღეს.
აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის 2 მონაწილის წინააღმდეგ გამოცემულ დადგენილებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ – ჩელიაბინსკში, კრასნოდარსა და მურმანსკში. მანამდე, ნავალნის გვარის ხსენებისთვის აქციის მონაწილე დასაჯეს ულიანოვსკშიც.
4 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა მხოლოდ იმის გამო მიესაჯათ, რომ პლაკატებზე ეწერათ გვარი ნავალნი. სასამართლოს დადგენილებებში მითითებულია, რომ “კორუფციასთან ბრძოლის ფონდი” რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა, ხოლო გვარი ნავალნი – “ატრიბუტიკად და სიმბოლიკად” სახელდება.