თბილისი-რუსთავის გზაზე ქალს სატვირთო შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა

თბილისი-რუსთავის გზაზე ქალს გზის გადაკვეთისას სატვირთო მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ქვეითი ადგილზე დაიღუპა. ქალი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მკვიდრია

არსებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, მაგისტრალზე მოძრაობა გარკვეული დროით შეზღუდული იყო.

მსგავსი თემები