30 წლამდე მამაკაცმა 5 და 7 წლის მცირეწლოვან ბავშვებზე იძალადა და გააუპატიურა

30 წლამდე მამაკაცმა 5 და 7 წლის მცირეწლოვან ბავშვებზე იძალადა და გააუპატიურა. შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. საქმის მასალებში დევს მცირეწლოვანი გოგონების ჩვენება.

მოზარდებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდათ და პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

არასწრულწლოვნების გაუპატიურების ბრალდებით, ოჯახის ნათესავი, 30 წლამდე მამაკაცია დაკავებული. კაცმა დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როცა ის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მას აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები