ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ხანძარია

ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ხანძარია. ინფორმაციას და ფოტომასალას გამოცემა ,,ბათუმელები” ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ცეცხლი ბალახს და ხე-მცენარეებს უკიდია. ასევე, ცეცხლი მიუახლოვდა დასახლებულ პუნქტს და რკინიგზასაც.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები, თუმცა სახანძრო მანქანები ჯერჯერობით, ცეცხლმოკიდებულ ადგილებს ვერ უახლოვდებიან.

მსგავსი თემები