როგორც ვიცი, თავად მინისტრს ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები – ღარიბაშვილი აზარაშვილზე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება. ღარიბაშვილი ამბობს, რომ კობახიძესა და ჯანდაცვის მინისტრს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ და “ცივილიზებულ ფორმებში” დაემშვიდობნენ.

,,მე როგორც ვიცი, თვითონ, თავად მინისტრს ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები და ასევე პრემიერს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება და ძალიან ცივილიზებულ ფორმებში მოხდა, ასე ვთქვათ, დამშვიდობება. არავითარი დაპირისპირება არ არის. პრემიერმინისტრის პრეროგატივაა მინისტრების წარდგენა, მოხსნა, დანიშვნა.

ასე რომ, ასევე ეხლა მე მოვისმინე რაღაც სხვა განცხადებები, რომ თითქოს ადმინისტრაციის უფროსი გაუშვა. უკაცრავად, ადმინისტრაციის უფროსი არის ნდობით აღჭურვილი პირი პრემიერმინისტრის. ჩემი ადმინისტრაციის უფროსი რატომ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი? აი, გესმით? ძალიან მარტივი ასახსნელია საზოგადოებისთვის. მე მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო ზურა აზარაშვილს. ზურა აზარაშვილმა ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის… 30 წლის განმავლობაში რომ არ განხორციელებულა, ისეთი რეფორმები განახორციელა მან და დაიწყო…

რესპუბლიკურ საავადმყოფოზე ჩვენ გვქონდა განსხვავებული შეხედულება. მეც მათ შორის. ახლა შეიცვალა ეს ვითარება და განსხვავებული შეხედულება ჩამოყალიბდა. მე სხვა პიროვნება ვარ. ამიტომ, საკადროზე მინდა გითხრათ, ამოვწურო ეს საკითხი. არაფერი არ ხდება აბსოლუტურად, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, პროცესია ჩვეულებრივი, მოხდა გადაბარების პროცესი მიმდინარეობდა იგივე ადმინისტრაციაში, ნორმალურია,” – ამბობს ღარიბაშვილი.

 

მსგავსი თემები